ასოციაციის წესდება
მუხლი
I
ზოგადი
დებულებანი
1. ასოციაცია „ბიო“ (შემდგომში - ასოციაცია) წარმოადგენს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ, წევრობაზე დაფუძნებულ
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს
კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
2. ასოციაცია წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კავშირის ტიპის საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდება და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და წინამდებარე წესდების შესაბამისად. იგი წარმოადგენს არასამთავრობო და არაკომერციულ (არასამეწარმეო) იურიდიულ პირს. მას აქვს საკუთარი ბალანსი, საბანკო ანგარიშ(ებ)ი და შესაბამისი ატრიბუტიკა (ბეჭედი, ლოგო, ბლანკი და სხვა).
3. სახელწოდებაა -
ქართულად - „ ასოციაცია - ბიო“.
ინგლისურად - “Association-Bio”.
4. ასოციაციის საქმიანობა
ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. მოქმედების ვადა განუსაზღვრელია.
მუხლი
II
ასოციაციის
მიზნები
1. ასოციაციის
მიზნებია:
ა) შექმნას მეგობართა
ჯგუფი, რომელსაც ჰქვია - ბიო;
ბ) საბუნებისმეტყველო
საგნების პოპულარიზაცია;
გ)საბუნებისმეტყველო კლუბების, ეკოკლუბების
ჩამოყალიბება და
ლაბორატორიული ბაზებით აღჭურვა
დ) პროფესიაში შემსვლელთათვის, განათლების
სპეციალისტებისა და პედაგოგების
პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა;
ე) ნარკომანის,
თამბაქოს და ალკოჰოლიზმის პრევენცია
ვ) ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და დამკვიდრება;
ზ) ბუნებრივი
რესურსებისა და გარემოს დაცვა;
თ) ეკოლოგიური პრობლემების შესწავლა და მათი გადაჭრის გზების ძიება;
ი) ასოციაციის პრიორიტეტია ხელი შეუწყოს
სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, მოსწავლე ახალგაზრდებს და მათ შორის სსსმ მოსწავლეებს
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებში ინტერესის გაღვივებასა
და განათლების დონის
ამაღლებას;
კ) საზოგადოებისათვის
ცოდნის ამაღლება ბუნების დაცვის,
ეკოლოგიის და სხვა სფეროებში;
ლ) ბავშვების, ახალგაზრდების, სტუდენტების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩაბმის, თავისუფალი დროის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა;
მ) ახალგაზრდობაში ინფორმაციული ვაკუუმის შევსება, დამოუკიდებელი
საინფორმაციო საშუალებების ჩამოყალიბება;
ნ) კვლევების, სემინარების,
კონფერენციების, კონკურსების, ოლიმპიადების, სიმპოზიუმების, პროექტების,
მასტერკლასებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სამეცნიერო, საგანმანთლებლო და
საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება;
მუხლი
III
საქმიანობის
ფორმები
1. წესდებით
განსაზღვრული მიზნის მისაღწევად ასოციაცია ახორციელებს შემდეგი სახის საქმიანობას:
ა) საქართველოში
საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით ინფორმაციის კოორდინაციას,
გაცვლას და გავრცელებას;
ბ) უზრუნველყოფს
კვლევების, სემინარების, კონფერენციების, კონკურსების, სიმპოზიუმების, პროექტების,
ოლიმპიადების, მასტერკლასებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სამეცნიერო,
საგანმანთლებლო და საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება;
გ) საერთაშორისო
ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება, საერთაშორიოს კონფერენციებში და
სიმპოზიუმებში მონაწილეობის მიღება;
დ) საგანმანათლებლო
ელექტრონული ბროშურების გამოქვეყნება; სამეცნიერო ინოვაციური ხასიათის შრომების
გამოქვეყნება; ელექტრონული და ჟურნალ-გაზეთების დაარსება;
ე) ეწევა საგამომცემლო-შემეცნებით
საქმიანობას;
ვ) სხვადასხვა საგანმანათლებლო შინაარსის ინფორმაციას ბუკლეტების,
ფლაერების სახით გავრცელებას;
ზ) ხელს უწყობს
საბუნებისმეტყველო კლუბების, ეკოკლუბების დაარსებას და მათ კავშირს;
თ) თანამშრომლობს
ქართულ და უცხოურ საგანანმანათლებლო და გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან,
ითვალისწინებს მონაწილეთა ფართო ასაკობრივ ჯგუფს: სკოლამდელი და სასკოლო ასაკის
მოსწავლეები, სტუდენტები, საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგები და განათლების
სპეციალისტები.
2. ასოციაციას უფლება
აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი
ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება მისი მიზნის მიღწევას.
მუხლი IV
ასოციაციის
დამფუძნებელი
ასოციაციის დამფუძნებელია:
- ხათუნა გოგალაძე
მუხლი V
ასოციაციის ქონება
1. ასოციაციის თავისი წევრების, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მდგომარეობისაგან
დამოუკიდებელია. პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ მისი ქონებით. ასოციაციის
ვალდებულებებისთვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს
პასუხს ასოციაციის საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე
პირების ვალდებულებებისათვის.
2. ასოციაციის ქონება იქმნება საწევრო შენატანების,
შემოწირულობების, გრანტებისა და საქმიანობის შედეგად მოპოვებული სხვა კანონიერი
შემოსავლებით.
3. ასოციაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება
შესაძლებელია , თუ გასხვისება ემსახურება მის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ
განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება
საქველმოქმედო მიზნებს.
მუხლი VI
ასოციაციის წევრობა
1. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი
ქმედუნარიანი პირი, თუ ის იზიარებს ასოციაციის წესდებით განსაზღვრულ მიზნებს, სურს
ჩაერთოს მის საქმიანობაში და იცავს ამ წესდების მოთხოვნებს.
2. პირის ასოციაციის
წევრად მიღების საკითხს წყვეტს გამგეობა.
3. ასოციაციის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს ასოციაციის გამგეობას.Gგამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არა იგვიანეს 1 თვის ვადაში.
4. არ დაიშვება ასოციაციის წევრობის გადაცემა სხვა პირებისათვის და არც მემკვიდრეობით გადადის.
5. ასოციაციის წევრი უფლებამოსილია:
ა) ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა წევრთა საერთო კრების
მუშაობაში;
ბ) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მართვის ორგანოების
ფორმირებაში, არჩეულ იქნას გამგეობის წევრად;
გ) ნებისმიერ დროს გაეცნოს და მიიღოს ინფორმაცია
ასოციაციის საქმიანობის პროექტების
მიმდინარეობის შესახებ;
დ) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;
ე) მიაწოდოს ასოციაციის მართვის ორგანოებს წინადადებები
საქმიანობის ეფექტური წარმართვის მიზნით.
6. ასოციაციის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას ასოციაციის წესდება, შეასრულოს ასოციაციის მართვის
ორგანოების გადაწყვეტილებები;
ბ) თავისი ქმედებით არ შელახოს ასოციაციის საქმიანი რეპუტაცია,
გაუფრთხილდეს ასოციაციის ავტორიტეტს და ქონებას;
გ) განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი ოდენობით განახორციელოს
საწევრო შენატანის შეტანა.
7. წევრის სტატუსის გაუქმება
მოხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) გარდაცვალების, სასამართლოს გადაწყვეტილებით პირის
ქმედუუნაროდ, გარდაცვლილად ან უგზო უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში;
გ) იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ლიკვიდაციით;
დ) გარიცხვით.
7. ასოციაციიდან გამსვლელი წევრი ვალდებულია შეასრულოს ასოციაციის წინაშე მის მიერ მანამდე ნაკისრი ყველა ვალდებულება.
8. გარიცხვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ:
ა) წევრი იმოქმედებს ასოციაციის მიზნების წინააღმდეგ;
ბ) დაარღვევს წესდების დებულებებსა და მათ შესაბამის წესებს;
გ) წევრი საერთო კრებას არ ესწრება რეგულარულად;
დ) წევრი გამოიყენებს ასოციაციის ავტორიტეტსა და საქმიან
რეპუტაციას კომერციული, პოლიტიკური ან პირადი მიზნებისთვის;
ე) გაავრცელებს ასოციაციის საქმიანობის შესახებ არასწორ
ინფორმაცის, რომლითაც ზიანს მიაყენებს ასოციაციის რეპუტაცის;
ვ) 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებს
საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულებას.
9. წევრის გარიცხვის უფლება აქვს გამგეობას.
მუხლი VII
ასოციაციის მმართველი ორგანოები
1. ასოციაციის მმართველობითი ორგანოებია:
ა) ასოციაციის წევრთა საერთო კრება;
ბ) გამგეობა;
გ) აღმასრულებელი დირექტორი.
მუხლი VIII
ასოციაციის წევრთა საერთო
კრება
1.. ასოციაციის წევრთა საერთო კრება ტარდება ყოველი წლის სექტემბრის ბოლო პარასკევს. 2. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა:
ა) ასოციაციის გამგეობის ინიციატივით;
ბ) ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინიციატივით;
გ) ასოციაციის წევრთა მეათედის მოთხოვნით, ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 21 დღისა.
3. საერთო კრების მოწვევის თაობაზე ყველა წევრს უნდა
ეცნობოს წერილობით, ასოციაციის ვებ
გვერდზე გამოქვეყნების, სოციალური ქსელების მეშვეობით ან ტელეფონით კრების
მოწვევის თარიღამდე არანაკლებ 7 დღით ადრე.
4. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა
ნახევარზე მეტი.
5. საერთო კრებაზე ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.
6. საერთო კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ - 2/3 უმრავლესობით.
7. ასოციაციის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს ასოციაციის ყველა წევრის ხმათა 3/4-ს.
8. ასოციაციის საქმინობის შეწყვეტის (შეჩერება, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია) შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს ასოციაციის ყველა წევრის ხმათა 2/3-ს.
9. იმ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში, ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.
10. საერთო კრებას არ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე, რომელიც არ არის ჩართული დღის წესრიგში.
11. საერთო კრება უფლებამოსილია:
ა) მიიღოს გადაწყვეტილება ასოციაციის წესდებაში ცვლილებისა და
დამატებების შეტანის შესახებ;
ბ) განსაზღვროს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგია, შეცვალოს
საქმიანობის მიზნები;
გ) აირჩიოს და გამოიწვიოს ასოციაციის გამგეობის, საკონსულტაციო
საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრები;
დ) მოითხოვოს ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა
და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
ე) მოისმინოს გამგეობის ფინანსური და სხვა ხასიათის ანგარიშები;
ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ასოციაციის საქმიანობის შეჩერების,
რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის თაობაზე;
ზ) გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ წესდებით არ
განეკუთვნება გამგეობის
კომპეტენციას.
მუხლი IX
გამგეობა
1. საერთო კრებებს შორის პერიოდში ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა ასოციაციის გამგეობა, რომლის შემდგენლობაში შედის აღმასრულებელი დირექტორი, მდივანი, და სხვა წევრები.
2. გამგეობის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15-ისა.
3. გამგეობის წევრებს ირჩევს ასოციაციის
საერთო კრება 2 წლის ვადით.
4. გამგეობის კრებები ტარდება 2 თვეში ერთხელ მაინც, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს
გამგეობის თავმჯდომარე. კრების თარიღი, ადგილი და განსახილველ საკითხთა ნუსხა წინასწარ უნდა იქნას დადგენილი და დაეგზავნოს გამგეობის ყველა წევრს კრებამდე არაუგვიანეს 1 კვირისა, ნაბეჭდი, ფაქსიმილური ან ელექტრონული სახით. გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით. რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში კრების თარიღი, ადგილი და განსახილველ საკითხთა ნუსხა შესაძლებელია დაეგზავნოს გამგეობის ყველა წევრს დაუყოვნებლივ.
5. გამგეობის წევრები ვალდებულნი არიან ასოციაციის საქმეები წარმართონ საქართველოს სამართლებრივი აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად.
6. გამგეობის კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებების მიღება ხდება დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით.
7. გამგეობა:
ა) გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს ასოციაციის აღმასრულებელ
დირექტორს;
ბ) თავმჯდომარის წარდგინებით ფარული კენჭისყრით ირჩევს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს;
გ) ფარული კენჭისყრით წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენებს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს და მის მოადგილეს;
დ) შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;
ე) უზრუნველყოფს საერთო კრების მიერ დამტკიცებული წლიური გეგმების შესრულებას;
ვ) ასოციაციის აღმასრულებელი
დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს განსახორციელებელ პროგრამებს, ამ პროგრამების კოორდინატორებს და მათი კომპეტენციის ფარგლებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის წევრად მიღების ან წევრობის შეწყვეტის შესახებ;
თ) შეიმუშავებს და საერთო კრებას წარუდგენს დასამტკიცებლად წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს;
ი) მოიწვევს საერთო კრებას და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მის ჩატარებას;
კ) განაგებს ასოციაციის ქონებას;
ლ) განსაზღვრავს საწევრო გადასახადების ოდენობას და გადახდის წესს;
მ) იღებს გადაწყვეტილებას დროებითი სამუშაო კომიტეტების, ჯგუფების, საკონსულტაციო საბჭოს
ან/და სარევიზიო კომისიის შექმნის შესახებ. განსაზღვრავს მათ შემადგენლობას, მოვალეობებს და მოქმედების პერიოდს;
ნ) აკონტროლებს ასოციაციის ფინანსური სახსრების და სხვა მატერიალური ქონების სწორ გამოყენებას;
ო) იღებს სხვა გადაწყვეტილებებს ასოციაციის საწესდებო მიზნების მისაღწევად;
პ) იღებს გადაწყვეტილებებს ყველა იმ მიმდინარე საკითხზე, რომელიც საერთო კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას არ განეკუთვნება.
8. გამგეობა ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.
9. გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობის წევრი ხდება ის პირი, რომელმაც უკანასკნელ საერთო კრებაზე დააგროვა ხმათა ყველაზე მეტი, მაგრამ გამგეობის წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან გამგეობის წევრი შეირჩევა გამგეობის მიერ ჩატარებული წილისყრით. Aახლად არჩეული გამგეობის წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული გამგეობის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
მუხლი X
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
1. ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს და მის მოადგილეს ირჩევს გამგეობა 2 წლის ვადით.
2. აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს გამგეობის ყოველ წევრს. ახლად არჩეული აღმასრულებელი
დირექტორი ასახელებს თავისი მოადგილის კანდიდატურას.
3. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი აღმასრულებელი
დირექტორისა და მოადგილის არჩევამდე.
4. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას წესდებაში ჩამოყალიბებული მიზნების მისაღწევად;
ბ) წარმოადგენს ასოციაციას სხვა პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ;
გ) ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას;
დ) უზრუნველყოფს გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
ე) ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ, მათ შორის საფინანსო დოკუმენტებს;
ვ) ახორციელებს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;
ზ) ასოციაციის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს, დებს ხელშეკრულებებს, აწარმოებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის და ხურავს საბანკო ანგარიშებს, წარმოადგენს ასოციაციას სასამართლოში;
თ) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
5. აღმასრულებელ დირექტორი წარმართავს და თავმჯდომარეობს ასოციაციის საერთო კრებას და გამგეობის კრებას.
6. აღმასრულებელ დირექტორი წარუდგენს ასოციაციის საერთო კრებას წლიური საქმიანობის ანგარიშს;
7. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მდივნის
მეშვეობით, რომელსაც ირჩევს აღმასრულებელი დირექტორი, აწარმოებს გამგეობის და საერთო კრების ოქმებს, ამზადებს წლიურ ანგარიშს საერთო კრებაზე წარსადგენად, ატყობინებს გამგეობის წევრებს კრების თარიღსა და დღის წესრიგს; აღრიცხავს საწევრო გადასახადების მიღებას, აწარმოებს ასოციაციის ფინანსურ ანგარიშებს, ამზადებს წლიურ ფინანსურ ანგარიშს საერთო კრებისათვის წარსადგენად.
8. მოადგილე აღმასრულებელ დირექტორის რწმუნებით ასრულებს აღმასრულებელი
დირექტორის უფლებამოსილების განსაზღვრულ ნაწილს. Aასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ახალი აღმასრულებელი დირექტორის არჩევამდე მის ფუნქციებს ასრულებს მოადგილე (არსებობის
შემთხვევაში).
მუხლი XI
ასოციაციის ქონება
1. ასოციაციის ქონება იქმნება:
ა) საწევრო გადასახადებით;
ბ) ფიზიკურ თუ კერძო პირთა შემოწირულობებით;
ა) საწევრო გადასახადებით;
ბ) ფიზიკურ თუ კერძო პირთა შემოწირულობებით;
გ) კომერციული საქმიანობით მიღებული მოგებით;
დ) სხვადასხვა ღონისძიებებისგან მიღებული შემოსავლებით;
ე) გრანტებით;
ვ) საგამომცემლო ან წესდებით გათვალისწინებული სხვა სახის სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლებით;
ზ) სხვა არასამთავრებო ორგანიზაციებთან
ურთიერთთანამშრომლობით;
თ) სხვა კანონიერი შემოსავლებისაგან.
2. ასოციაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო
საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ასოციაციის მიზნების რეალიზებას.
ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ასოციაციის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე
ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის
დაუშვებელია.
3. ასოციაციის საკუთრებაში
არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ასოციაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი
მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
მუხლი XII
ასოციაციის ლიკვიდაცია
1. ასოციაციის ლიკვიდაცია ხდება:
ა) ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით.
2. ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, საერთო კრების გადაწყვეტილებით, მისი ქონება გადაეცემა საქართველოში მოქმედ ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას, რომლებიც იმავე ან მსგავს მიზნებს ემსახურებიან. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობენ, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების საქველმოქმედო ორგანიზაციის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
მუხლი XIII
გარდამავალი დებულებები
საერთო კრების ჩამოყალიბებამდე ასოციაციაში გაწევრიანება ხდება გაწევრიანების მსურველის განცხადების საფუძველზე დამფუძნებლის გადაწყვეტილებით.
მუხლი XIV
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის მისი რეგისტრაციის თარიღიდან.
2. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს
გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე. ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება წესი, რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო იოლად მიიღწევა ასოციაციის მიზანი.
3. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის
არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire